16/09/2026
🌍 From Design to Ex*****on — Another International Partnership
ერთობლივი მუშაობის შემდეგ, მოხარულები ვართ გაგიზიაროთ ჩვენი პროექტის ახალი ეტაპი
ARCLINE GROUP-ის გუნდმა სასტუმროსა და მის შემადგენლობაში არსებული რესტორნისთვის სრული MEP საინჟინრო პროექტი მოამზადა, რომელიც მოიცავს HVAC, ელექტრო, წყალმომარაგება-კანალიზაციის, სახანძრო და დაბალი ძაბვის საინჟინრო სისტემებს.
პროექტირების ეტაპზე განსაკუთრებით საინტერესო იყო საერთაშორისო გუნდთან თანამშრომლობა — სამუშაო შეხვედრებზე ერთდროულად რამდენიმე კონტინენტიდან ვერთვებოდით: დამკვეთის გუნდის წევრები ავსტრალიიდან და კორეიდან, ჩვენი საინჟინრო გუნდი კი საქართველოდან🌏
დღეს ეს თანამშრომლობა უკვე ახალ ეტაპზე გადავიდა — გავაფორმეთ ხელშეკრულება პროექტით გათვალისწინებული საინჟინრო სისტემების შესრულებაზე🤝
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც პროექტი, რომელსაც თვეების განმავლობაში ვქმნით ნახაზებზე, შემდეგ ეტაპზე ჩვენი გუნდის მონაწილეობით რეალურ სივრცეში იწყებს განხორციელებას.
From engineering design to real-world ex*****on
წინ პროექტის ყველაზე საინტერესო ეტაპია — implementation ⚙️🏗️