Archtour Architecture

Archtour Architecture Welcome to Archtour Architecture! A fresh architectural and design studio based in Tbilisi.

კიდევ ერთი დასრულებული პროექტი ბაკურიანში: კარკასის მდგომარეობიდან - სრულად დასრულებულ სახლამდე. 🏔️გიზიარებთ ჩვენს ერთ-ე...
21/08/2026

კიდევ ერთი დასრულებული პროექტი ბაკურიანში: კარკასის მდგომარეობიდან - სრულად დასრულებულ სახლამდე. 🏔️

გიზიარებთ ჩვენს ერთ-ერთ დასრულებულ შალეს ტიპის აპარტამენტს ბაკურიანში, რომელიც Archtour Architecture-მა სრულად დააპროექტა და განახორციელა Turnkey პრინციპით.

ინტერიერში თანამედროვე დიზაინი ბუნებრივად ერწყმის მთის სახლის მყუდრო ხასიათს - ხის თბილი ჭერი, კაკლის ფაქტურები, მიწისფერი და მწვანე ტონები, ტექსტურული კერამიკა, რბილი ქსოვილები და გამორჩეული დეტალები სივრცეს თბილ და მშვიდ ატმოსფეროს სძენს.

ჩვენმა გუნდმა იმუშავა არა მხოლოდ დიზაინზე, არამედ სრულ სარემონტო პროცესსა და შესრულებაზეც, რათა საბოლოოდ მიგვეღო სრულად მოწყობილი და საცხოვრებლად მზად სივრცე.

თუ საქართველოში უძრავი ქონების შეძენას, განახლებას ან მოწყობას გეგმავთ, Archtour Architecture გთავაზობთ სრულ Turnkey მომსახურებას - უძრავი ქონების შერჩევისა და შეძენის პროცესში მხარდაჭერიდან, ინტერიერის დიზაინისა და პროექტირების გავლით, სრულ რემონტსა და საბოლოო, საცხოვრებლად მზად სივრცის ჩაბარებამდე.

იქნება ეს დასასვენებელი სახლი, საინვესტიციო აპარტამენტი თუ მუდმივი საცხოვრებელი - ჩვენი მიზანია მთელი პროცესი თქვენთვის მაქსიმალურად მარტივი, გამართული და ერთიანი იყოს.

დიზაინი და სრული რემონტი - Archtour Architecture

📍 ბაკურიანი, საქართველო

#ბაკურიანი #ინტერიერისდიზაინი #რემონტი

წარმატებული არქიტექტურული პროექტი ან ინტერიერის სივრცე მხოლოდ ლამაზი ვიზუალი არ არის - ის სწორად დაგეგმილი გამოცდილებაა,...
18/08/2026

წარმატებული არქიტექტურული პროექტი ან ინტერიერის სივრცე მხოლოდ ლამაზი ვიზუალი არ არის - ის სწორად დაგეგმილი გამოცდილებაა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას უკეთესს ხდის.

Archtour Architecture - ში პროექტს ყოველთვის მთლიანობაში ვუყურებთ - იდეიდან, დაგეგმარებიდან და კონცეფციიდან, საბოლოო დეტალებამდე.

ჩვენი გუნდი მუშაობს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო პროექტებზე და ვასრულებთ როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული ობიექტების არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინს (ინდივიდუალური სახლები, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, ოფისები, რესტორნები და სხვა).

ჩვენი მომსახურება მოიცავს:

• არქიტექტურულ დიზაინს
• ინტერიერის დიზაინს
• ლანდშაფტის დიზაინს
• 3D ვიზუალიზაციას
• BIM მომსახურებას
• დეტალურ საპროექტო დოკუმენტაციას
• საავტორო ზედამხედველობას და პროექტის განხორციელების მხარდაჭერას

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროექტი იყოს არა მხოლოდ ვიზუალურად გამორჩეული, არამედ ფუნქციური, კონტექსტზე მორგებული და დეტალებამდე გააზრებული.

თუ გეგმავთ ახალი პროექტის განხორციელებას ან არსებული სივრცის გარდაქმნას, გაეცანით ჩვენს ნამუშევრებსა და მომსახურებებს:

🌐 https://atarchitecture.ge/en/projects

Archtour Architecture: იდეიდან - გამართულ, დახვეწილ და კომფორტულ შედეგამდე.

წარმოგიდგენთ დასრულებულ პროექტს - მრავალფუნქციური კომპლექსის საზოგადო სივრცეები საუდის არაბეთში. ინტერიერის დიზაინისას გ...
06/08/2026

წარმოგიდგენთ დასრულებულ პროექტს - მრავალფუნქციური კომპლექსის საზოგადო სივრცეები საუდის არაბეთში.

ინტერიერის დიზაინისას გათვალისწინებულია პროექტის არქიტექტურულ იერსახესა და ინტერიერს შორის კავშირი, ადგილობრივი კონტექსტი და პოტენციური მაცხოვრებლების მოთხოვნები.

მოსპირკეთებელი მასალების ფერთა გამა ქმნის მყუდრო, ელეგანტურ გარემოს, რომელიც გამდიდრებულია ავეჯის ტექსტურებითა და ფაქტურებით. ინტერიერში, მაცხოვრებელთათვის მეტი კომფორტის შესაქმნელად, მოწყობილია მწვანე ზონები და სხვადასხვა ტიპის მოსასვენებელი სივრცეები.

დაგვიკავშირდით - ჩვენი გუნდი მზადაა ხელი შეუწყოს თქვენი იდეების რეალიზებას.
ერთად შევქმნათ გამორჩეული პროექტები!

დასრულებული პროექტი - შოურუმის ინტერიერის დიზაინი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.პროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა ...
27/07/2026

დასრულებული პროექტი - შოურუმის ინტერიერის დიზაინი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

პროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა ინტერიერის დიზაინში გამოგვეყენებინა მეტალის, ხის, ქვის და მინის მასალები, რომელთა წარმოებასაც კომპანია ახორციელებს.
შედეგად მივიღეთ დახვეწილი ინტერიერი, რომელიც ასახავს ბრენდის იდენტობას და ხასიათს, ხოლო დამთვარიებლებისთვის ქმნის საინტერესო გამოცდილებებს.

დაგვიკავშირდით - ერთად შევქმნათ გამორჩეული პროექტები!

დიზაინი I რემონტი I შესყიდვები - გიზიარებთ ჩვენს მიმდინარე პროექტს ბაკურიანში. 55 კვ.მ ბინის ინტერიერის დიზაინის ძირითად...
23/07/2026

დიზაინი I რემონტი I შესყიდვები - გიზიარებთ ჩვენს მიმდინარე პროექტს ბაკურიანში.

55 კვ.მ ბინის ინტერიერის დიზაინის ძირითად მიზანს წარმოადგენდა შეგვექმნა სივრცე, რომელიც უპასუხებდა გარემოს, შექმნიდა მთის კურორტის განცდას და ამავდროულად მფლობელებს ხელს შეუწყობდა საინვესტიციოდ მიმზიდველი სივრცის შექმნაში.

Turnkey გადაწყვეტები გეხმარებათ ერთ სივრცეში მიიღოთ როგორც დიზაინის, ისე რემონტისა და შესყიდვების მომსახურება. თქვენს ინტერესებზე მორგებული, გამორჩეული ვიზუალის პარალელურად დაზოგოთ დრო და ენერგია.

დაგვიკავშირდით - ჩვენი გუნდი მზადაა ხელი შეუწყოს თქვენი იდეების რეალიზებას.
ერთად შევქმნათ გამორჩეული პროექტები!

მიმდინარე პროექტი — 1000 კვ.მ. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ინტერიერის დიზაინი.ინტერიერის დიზაინი მხოლოდ დახვეწილი ...
16/07/2026

მიმდინარე პროექტი — 1000 კვ.მ. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ინტერიერის დიზაინი.

ინტერიერის დიზაინი მხოლოდ დახვეწილი ესთეტიკის შექმნა არ არის. ელეგანტური და ჰარმონიული სივრცის მიღმა დგას დეტალურად გააზრებული გეგმარება, ტექნიკური ნახაზები და არქიტექტურული, კონსტრუქციული, საინჟინრო და სხვა დისციპლინების ზუსტი კოორდინაცია.

სწორედ ეს პროცესები განსაზღვრავს, რამდენად წარმატებით გადაიქცევა დიზაინის კონცეფცია რეალურ და ფუნქციურ სივრცედ.

ჩვენთვის კი პროექტი დიზაინის დამტკიცებით არ სრულდება — საბოლოო შედეგის ხარისხისა და კონცეფციის სრულყოფილად განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანეს ეტაპს საავტორო ზედამხედველობა წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თითოეული დეტალი შესრულდეს ზუსტად ისე, როგორც იყო ჩაფიქრებული.

სწორედ ამ ერთობლივი პროცესის შედეგად იქმნება სივრცე, რომელიც ერთდროულად არის ელეგანტური, ფუნქციური და ტექნიკურად გამართული.

დაგვიკავშირდით - ჩვენი გუნდი მზადაა ხელი შეუწყოს თქვენი იდეების რეალიზებას.
ერთად შევქმნათ გამორჩეული პროექტები!

არქიტექტურა და დიზაინი ჩვენთვის არა მხოლოდ ლამაზი შენობების და ინტერიერების შექმნაა, არამედ ეს არის სივრცეების ფორმირება...
14/07/2026

არქიტექტურა და დიზაინი ჩვენთვის არა მხოლოდ ლამაზი შენობების და ინტერიერების შექმნაა, არამედ ეს არის სივრცეების ფორმირება, რომლებიც ადამიანების ყოველდღიურობას, ემოციებსა და გამოცდილებას განსაზღვრავს.

Archtour Architecture-ში თითოეულ პროექტს ინდივიდუალურად ვუდგებით. თანამედროვე დიზაინს, ფუნქციურ დაგეგმარებას და ადგილობრივ კონტექსტს ვაერთიანებთ, იმისთვის რომ შევქმნათ გამორჩეული, ჰარმონიული და გრძელვადიანი ღირებულებების მქონე სივრცეები.

ჩვენი მიზანია, თითოეული იდეა ვაქციოთ გააზრებულ არქიტექტურად — სივრცედ, რომელსაც საკუთარი ხასიათი, იდენტობა და ისტორია აქვს.

For us, architecture is not only about creating buildings — it is about shaping spaces that influence the way people live, feel, and experience their surroundings.

At Archtour Architecture, we approach every project individually, combining contemporary design, functional planning, and local context to create distinctive, harmonious spaces with lasting value.

Our goal is to transform every idea into thoughtful architecture — a space with its own character, identity, and story.

Architecture

დასრულებული პროექტი - ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურა & ინტერიერის დიზაინი თბილისში. სახლის არქიტექტურა აე...
29/06/2026

დასრულებული პროექტი - ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურა & ინტერიერის დიზაინი თბილისში.

სახლის არქიტექტურა აერთიანებს მინიმალისტურ, სწორხაზოვან ფორმებსა და იაპონური დიზაინისთვის დამახასიათებელ მშვიდ, დახვეწილ ესთეტიკას.

ბეტონი, მეტალი და უხეში, გამოხატული ფაქტურები დაბალანსებულია ბუნებრივი მასალების თბილი ტექსტურებითა და ფაქიზი დეტალებით, რაც სივრცეს ერთდროულად ანიჭებს სიმტკიცესა და ჰარმონიას.

სახლის ერთ-ერთ გამორჩეულ ელემენტს წარმოადგენს ინტერიერთან ინტეგრირებული ავტოფარეხი, სადაც ავტომობილის სილუეტი არქიტექტურული კომპოზიციის ნაწილად გარდაიქმნება. შიდა ეზო და იაპონური ბაღი ბუნებრივ გაგრძელებად უკავშირდება ინტერიერს, ავსებს სივრცეს სიმშვიდით და ქმნის მაცხოვრებლებისთვის ყოველდღიური გამოცდილების განსაკუთრებულ გარემოს.

გეგმარებაში გათვალისწინებულია შემინული საცურაო აუზი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გამოყენების შესაძლებლობას იძლევა და სახლის ერთ-ერთ მთავარ არქიტექტურულ აქცენტად იქცევა. აქ ძლიერი გეომეტრია ხვდება ბუნებრივ სიმსუბუქეს, ხოლო შიდა ეზო სახლის მშვიდ, ცენტრალურ გულად ფორმირდება.

3D ვიზუალიზაცია: Render Group

08/06/2026

მოხარულები ვართ გაგიზიაროთ ჩვენი დასრულებული პროექტი-
სადღესასწაულო სივრცე შატო მეფის ქალაქში.

მიმდინარე პროექტი - თანამედროვე არქიტექტურა, რომელიც იწყება ადგილობრივი კონტექსტის სწორი აღქმით და ქმნის სივრცეებს, რომლ...
09/04/2026

მიმდინარე პროექტი - თანამედროვე არქიტექტურა, რომელიც იწყება ადგილობრივი კონტექსტის სწორი აღქმით და ქმნის სივრცეებს, რომლებიც ერთდროულად არის ავთენტური და თანამედროვე.

Archtour Architecture - ის მიერ ჯედაში, საუდის არაბეთში შექმნილი 13-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი სწორედ ამ იდეას ასახავს - პროექტი, სადაც ჰიჯაზის ტრადიციული არქიტექტურა თანამედროვე ენით არის გადმოცემული.

ფასადის გადაწყვეტებში ინტერპრეტირებულია ისტორიული „როშანის“ ელემენტები, რაც ქმნის უნიკალურ იდენტობას და ამავდროულად უზრუნველყოფს ბუნებრივი განათების და ჩრდილოვანი სივრცეების ესთეტიურ ურთიერთკავშირს ერთ მთლიანობაში.

არქიტექტურა აქ არ არის მხოლოდ ფორმა, არამედ გამოცდილება, რომელიც პასუხობს როგორც ადგილობრივ კულტურას, ასევე თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს.

📍 ჯედა, საუდის არაბეთი
🏢 13 სართული
🏗 Archtour Architecture

Address

Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 09:00 - 20:00
Tuesday 09:00 - 20:00
Wednesday 09:00 - 20:00
Thursday 09:00 - 20:00
Friday 09:00 - 20:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Archtour Architecture posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Archtour Architecture:

Shortcuts

Share